კოვიდ-ვითარება 09/01

09 იან 2022

ათასობით ინფიცირების და ათეულობით გარდაცვალების შემთხვევა ყოველ დღე.  კორონავირუსი არსად მიდის. ამას ემატება ახალი შტამის სწრაფად გავრცელებაც ქვეყანაში.

სპეციალისტები დამაიმედებელს ვერაფერს ამბობენ, აცხადებენ რომ თვის ბოლოს „ომიკრონის“ შტამი დომინანტი გახდება, შესაძლოა გადაიტვირთოს ჰოსპიტალური სექტორი. მედიკოსები მოსახლეობას დროული ვაქცინაციისკენ მოუწოდებენ.