დადასტურებული შემთხვევების 10% ომიკრონია

09 იან 2022

დღეში ათასობით ინფიცირების და ათეულობით გარდაცვალების შემთხვევა,  კორონავირუსი უკან არ იხევს, ბოლო დღე ღამეში კოვიდ 19-ს საქართველოში 31 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაინფიცირდა კიდევ 3 842 შემთხვევა.

პარალელურად ქვეყანაში მძვინვარებს კორონავირუსის ახალი შტამი ომიკრონი რომელიც სწრაფად ვრცელდება. სპეციალისტების განცხადებით საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთვევების 10% „ომიკრონის“ შტამია. მედიკოსები მოქალაქეებს ვაქცინაციისკენ მოუწოდებენ.