ნაპირსამაგრი სამუშაოები ქედაში

09 იან 2022

მდინარე აჭარისწყლის მარცხენა სანაპიროზე, სოფელ ძენწმანში ნაპირსამაგრი სამუშაოები განხორციელდება. სამუშაოებს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი განახორციელებს,  სამუშაოებისთვის   318 ათასი ლარი დაიხარჯება.  

პროექტის მიხედვით, უნდა მოეწყოს 250  მეტრი სიგრძის რკინა ბეტონის კედელი. ბეტონის საფარი დაიგება ქარხნებთან მისასვლელ გზებზეც. როგორც აცხადებენ სამუშაოების ჩატარების აუცილებლობა წყალდიდობების მაღალმა რისკმა განაპირობა.