საახალწლო ღონისძიება ქობულეთში

08 იან 2022

საახალწლო კონცერტი  ქობულეთში სტუდია ქართულმა ჰანგებმა გამართეს. ღონისძიებაზე ადგილობრივმა შემსრულებლებმა სამუსიკო ნომრებთან ერთად სამეჯლისო ცეკვები წარადგინეს.

კონცერტის  მიზანი ადგილობრივი ნიჭიერი ახალგაზრდების გამოვლენა და მუნიციპალიტეტში კულტურული აქტივობების გაზრდა იყო. ღონისძიებას, რომელიც კოვიდ-რეგულაციების დაცვით ჩატარდა ქობულეთის მერიის წარმომადგენლებიც დაესწრნენ.