ბლინკენი ყაზახეთზე

08 იან 2022

ამერიკის სახელმწიფო მდივანმა ანტონი ბლინკენმა ყაზახეთის ხელისუფლებას მოუწოდა, რომ თავად გაუმკლავდეს ქვეყანაში არსებულ გამოწვევებს და არ შეიყვანოს რუსეთის სამხედრო დანაყოფები, რადგან მათი ქვეყნიდან გაყვანა, როგორც წესი გართულდება.

მის განცხადებით _ "უახლესი ისტორიის ერთ-ერთი გაკვეთილი არის ის, რომ როდესაც რუსები თქვენ სახლში მოვლენ, ზოგჯერ ძალიან რთულია მათ ის დაატოვებინო" .