ბათუმში მაშველები ზღვაში მამაკაცს ეძებენ

07 იან 2022

ბათუმში საძიებო-სამაშველო  ოპერაცია მიმდინარეობს. უკვე რამდენიმე საათია მაშველები ზღვაში მამაკაცს ეძებენ. 

სანაპირო ზოლში იმყოფებიან მამაკაცის ახლობლები და ოჯახის წევრები.

სამაშველო ოპერაციაში ჩართულია სამაშველო კატარღები, ასევე მამაკაცს ეძებენ მყვინთავები.