მართლმადიდებელი სამყარო შობის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

07 იან 2022

შობის ლიტურგია ბათუმის ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარში 12 საათზე დაიწყო.

შობის სადღესასწაულო ღამისთევის წირვა ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა დიმიტრიმ ეპარქიის სამღვდელოებასთან ერთად აღავლინა, რომლის დასრულების შემდეგაც მრევლი ეზიარა.