აჭარაში კორონავირუსის 460 ახალი შემთხვევა დადასტურდა

06 იან 2022

აჭარაში კორონავირუსის 460 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

ბოლო 24 საათში რეგიონის მასშტაბით კლინიკურად გამოჯანმრთელდა 140  პაციენტი, კლინიკებიდან გაიწერა 41. 

ამ ეტაპზე რეგიონის მასშტაბით საავადმყოფოებში მკურნალობს 510 პაციენტი, მძიმეა 124-ის მდგომარეობა, ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა 33 პირი.

ბოლო მონაცემებით რეგიონის მასშტაბით კოვიდ სასტუმროში მკურნალობს 269  პაციენტი.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 567 ახალი შემთხვევიდან:

თბილისში გამოვლენილია 1 821 შემთხვევა, აჭარა - 460, იმერეთი - 325, ქვემო ქართლი - 175, შიდა ქართლი - 220, გურია - 141, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 161, კახეთი -162, მცხეთა-მთიანეთი - 61, სამცხე-ჯავახეთი -35, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -6.