ექს-პრეზიდენტის გამოკითხვა ციხეში

05 იან 2022

მიხეილ სააკაშვილს გორის ჰოსპიტლიდან რუსთავის ციხეში გადაყვანის პროცედურებზე , ასევე, გორის სამხედრო ჰოსპიტალში განვითარებულ მოვლენებზე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის წარმომადგენელი  რამდენიმე საათი უსვამდა კითხვებს. მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის ადვოკატის შოთა თუთბერიძის თქმით, გამოძიებას შესაძლებელია ჰქონდეს კითხვები უკვე მიწოდებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით.