მაღალმთიან აჭარაში კოვიდის გავრცელება მზარდია

05 იან 2022

აცრა და პირბადე იცავს, სპეციალისტთა ეს მოწოდებები შეიძლება ითქვას უკვე მოძველდა. აჭარის მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში მოსახლეობის ნაწილს ჯერ ისევ არ აქვს გადაწყვეტილი აიცრას თუ არა, ან როდის. არა და ვერც პირბადის მატარებელ ადამინებს ნახავთ მრავლად, ინფიცირებულთა რიცხვი კი საკმაოდ იმატებს.