შეიქმნება თუ არა პარლამენტში საგამოძიებო კომისია?

05 იან 2022

საგამოძიებო კომისიის შექმნაზე სხვა ოპოზიციური ჯგუფებიც იკავებენ თავს და კომისიის შექმნის საკითხი კითხვის ქვეშ დგას - აცხადებს ლევან იოსელიანი, რომელმაც თავისივე პარტიის გადაწყვეტილებაც გაახმოვანა. თქვა, რომ   პარლამენტის საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარს არ უჭერენ. პარტია  ,,სტრატეგია აღმაშენებელი“ კი  ენმ-ს წამოწყებას უერთდება.  

ნაციონალური მოძრაობაში  საგამოძიებო კომისიის შექმნის  მნიშვნელობას უსვამენ ხაზს და ამასთან ამბობენ, რომ საპროტესტო მუხტი გაგრძელდება.