საქართველოში „ომიკრონის“ 159 შემთხვევაა დადასტურებული

05 იან 2022

4 იანვრის მდგომარეობით, საქართველოში „ომიკრონის“ 159 შემთხვევაა დადასტურებული.  ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3436 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 32 პაციენტი.