მაღალმთიანეთში დიდთოვლობაა

04 იან 2022

აჭარაში უხვი ნალექის შედეგად მიყენებულ ზარალს ებრძვიან. ძლიერი წვიმა, ძლიერი თოვლი, ჩამოშლილი მიწის მასა და დიდთოვლობით ჩახერგილი გზები. რეგიონის მაღალმთიანეთში ისევ თოვს. გადაადგილება ისევ გართულებულია, ბათუმი-ახალციხის ცენტრალურ მაგისტრალზე, კურორტ გოდერძზე მიმავალ გზაზე. შედარებით რთული სიტუაცია შიდა სასოფლო გზებზეა, სადაც თოვლის საფარი საკმაოდ მაღალია.