არამდგრადი ამინდი მომდევნო დღეებშიც შენარჩუნდება

14 დეკ 2016

პირველი თოვლი ბათუმში. ზღვისპირა ქალაქში მეორე დღეა თოვს, თუმცა ჯერ - ჯერობით რაიმე სახის  შეფერხება უხვ ნალექს არ გამოუწვევია. ბათუმისგან განსხვავებით უამინდობის გამო სასწავლო პროცესი შეწყდა ხელვაჩაურის რამდენიმე  საჯარო სკოლაში. თუმცა პრობლემა  მხოლოდ ამით არ შემოიფარგლება. აღნიშნულ მუნიციპალიტეტში გადაადგილების  მხრივ შეზღუდვებია.