საახალწლო კონცერტი ევროპის მოედანზე

04 იან 2022

ბათუმში საახალწლო ღონისძიებები გრძელდება. ევროპის  მოედანზე სპეციალურად მოწყობილ სცენაზე ამჯერად საბავშვო-გასართობი კონცერტი მიმდინარეობს. 

ბავშვებისა და მოზარდების განწყობაზე ანიმატორები ზრუნავენ.

ასევე  იქნება ილუზიონისტის წარმოდგენა და აკრობატების შოუ.  

ბათუმში საახალწლო ღონისძიებები 7 იანვარს გალა კონცერტით დასრულდება.