თურქული მედია: ირაკლი აზაროვმა ''ტრაბზონსპორთან'' კონტრაქტი შეათანხმა 

04 იან 2022

ირაკლი აზაროვი ‘’დინამო’’ ბათუმიდან თურქულ ‘’ტრაბზონსპორში’’ გადასვლასთან ახლოს არის. - ინფორმაციას ამის შესახებ თურქული მედია ავრცელებს.

გამოცემა - ფანატიკის ინფორმაციით,   „ტრაბზონსპორმა“ აზაროვთან კონტრაქტი შეათანხმა და ამის დასტურად   სარფის საზღვარზე გადასული ქართველი მოთამაშის სურათიც გამოაქვეყნეს.  მათივე ცნობით,  „ტრაბზონსპორმა“ ბათუმის „დინამოს“ ახალგაზრდა ფეხბურთელს 1 მილიონი ევრო შესთავაზა.  

ახალგაზრდა ფეხბურთელის ტრანსფერი, სავარაუდოდ, მალე დადასტურდება“.