ახალი წლის ღამეს პიროტექნიკის გამოყენების შედეგად 27 ადამიანი დაშავდა

03 იან 2022

საქართველოში, ახალი წლის ღამეს, პიროტექნიკის გამოყენების შედეგად 27 ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი ავრცელებს.

მათივე ცნობით, თბილისში 8 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ერთი არასრულწლოვანია. 6 პირს კი სხეულის სხვადასხვა მიდამოს დაზიანების გამო ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა.

რეგიონებში პიროტექნიკით დაზიანების 19 შემთხვევა დაფიქსირდა, კლინიკაში გადაიყვანეს 13  პაციენტი.