ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით, აეროპორტების გაერთიანება შიდა ფრენების მიმართულებით დამატებით რეისებს ნიშნავს

30 დეკ 2021

ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით, როგორც შიდა და საერთაშორისო ტურიზმის სტიმულირების, ასევე ადგილობრივი მოსახლეობის მომსახურების მიზნით, 30 დეკემბერს, საქართველოს აეროპორტების გაერთიანება მესტიის, ამბროლაურის და ბათუმის მიმართულებით დამატებით სიხშირეებს ნიშნავს, – ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.

მათივე ცნობით, არსებულ რეგულარულ რეისებს 30 დეკემბერს თითოეულ მიმართულებაზე თითო რეისი დაემატება და ფრენები შემდეგი განრიგით განხორციელდება.

ნატახტარი – მესტია: 11:30

მესტია – ნატახტარი: 13:00

ნატახტარი – ამბროლაური: 09:00

ამბროლაური – ნატახტარი: 10:15

თბილისი – ბათუმი: 10:00

ბათუმი – თბილისი: 12:00