გოგოლის ქუჩაზე მიმდინარე უკანონო მშენებლობა სააპალაციო სასამართლომ შეაჩერა

29 დეკ 2021

დაიწყება თუ არა და როდის გოგოლის ქუჩაზე მიმდინარე მშენებლობების დემონტაჟი? მრავალსართულიანი კორპუსების შეჩერების გადაწყვეტილება სასამართლომ მიიღო. ახლა ჯერი აღსრულების ბიუროზეა. 9 კორპუსის დანიშნულება და ფუნქცია საზოგადოებისთვის ამ დრომდე უცნობია. მოკლედ,  ობიექტები  შენდებოდა, პარალელურად კი მშენებელ კომპანიას აჯარიმებდნენ,   სულ 39-ჯერ დააკისრეს ფინანსური სანქცია კომპანიას. გოგოლის ქუჩაზე მიმდინარე მშენებლობები არაერთხელ გახდა ხმაურის მიზეზი. პროექტს ოპოზიცია აპროტესტებს.