კონკურსში გამარჯვებული სტუდენტების დაჯილდოვება

29 დეკ 2021

შუახევში წარჩინებულ სტუდენტებს ტარიელ ფუტკარაძის სახელობის სტიპენდია გადაეცათ. 4 გამარჯვებული კომისიამ 19 მსურველიდან აკადემიური მოსწრების მიხედვით შეარჩია. შუახევის მერიამ 500 ლარიანი სახელობითი სტიპენდია წელს პირველად ერთჯერადად გასცა. სამომავლოდ უწყება სტიპენდიანტ სტუდენტთა რაოდენობის გაზრდას გეგმავს. პროექტის  მიზანი წარმატებული  სტუდენტების წახალისებაა.