პრემიერის განცხადება ლარის კურსზე

14 დეკ 2016

ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში კიდევ უფრო გაუფასურდა. ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2. ლარსა და 66 თეთრიან ნიშნულს გადასცდა. ლარის გაუფასურების მიზეზებზე  ისაუბრა დღეს მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა. გიორგი კვირიკაშვილის ინფორმაციით,  მეზობელ ქვეყნებში ვალუტა 100 დან 200 პროცენტამდეა გაუფასურებული და ამ მხრივ საქართველოს უკეთესი მდგომარეობა აქვს. 2012 წლის შემდეგ საქართველოში ლარი 60- დან 65 პროცენტამდე გაუფასურდა. კვირიკაშვილმა ოპონენტებსაც უპასუხა და მათ განცხადებებს მთავრობის არასწორ მიდგომებზე, წმინდა წყლის პოლიტიკური სპეკულაციები უწოდა.