პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე შალვა პაპუაშვილს დღეს აირჩევენ

29 დეკ 2021

დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე პარლამენტის ახალ თავმჯდომარესაც აირჩევენ. ამ თანამდებობაზე წარდგენილია შალვა პაპუაშვილის კანდიდატურა, მას შემდეგ, რაც კახა კუჭავამ პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ  განცხადება გააკეთა. ბოლო რვა თვეში ეს უკვე პარლამენტის მეორე ახალი სპიკერია.