გორის ჰოსპიტალში სააკაშვილთან ვიზიტორების შესვლა შეიზღუდა

28 დეკ 2021

მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად ვიზიტორთა შესვლა 4 საათიდან 6 საათამდე იქნება შესაძლებელი. შეზღუდვა შეეხება შაბათ-კვირასაც- გადაწყვეტილება გორის სამხედრო ჰოსპიტალმა მიიღო. გადაწყვეტილებას გამოეხმაურა სააკაშვილის პირადი ექიმი.