ნიკა სიმონიშვილი "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" თავმჯდომარედ მეორე ვადით აირჩიეს

27 დეკ 2021

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარედ ნიკა სიმონიშვილი მეორე ვადით აირჩიეს, - ამის შესახებ ინფორმაციას სიმონიშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

"საია-ს გამგეობამ მხარი დაუჭირა ჩემ კანდიდატურას და მეორე ვადით ვუხელმძღვანელებ ორგანიზაციას კიდევ ერთი წლით. დიდი პატივია ჩემთვის, ასეთ რთულ დროს ვუხელმძღვანელო ასეთ მნიშვნელოვან ორგანიზაციას და დიდი მადლობა მინდა გადავუხადო გამგეობას კიდევ ერთხელ გამოცხადებული ნდობისთვის. წინ კიდევ ბევრი გამოწვევაა და ჩვენი გუნდი დაუღალავად გააგრძელებს მუშაობას ქვეყანაში დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დაცვისთვის“, - წერს სიმონიშვილი.