აჭარაში კორონავირუსის 95 ახალი შემთხვევა დადასტურდა

27 დეკ 2021

აჭარაში კორონავირუსის 95 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

გასულ 24 საათში რეგიონში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა 69 პირი.

ბოლო მონაცემებით რეგიონის მასშტაბით საავადმყოფოებში მკურნალობს 519 პირი, მძიმეა 127-ის მდგომარეობა, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 35.

ამ ეტაპზე რეგიონის მასშტაბით კოვიდ სასტუმროებშია მოთავსებული 243 პირი.