ბათუმის ნაძვის ხე აინთო

26 დეკ 2021

ბათუმის მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო. ბულვარის ნაცვლად წელს ნაძვის ხე ევროპის მოედანზე განათავსეს. ტერიტორიაზე შეკრებილი ადამიანების განწყობაზე ადგილობრივი, ასევე მოწვეული მომღერლები და სახალხო არტისტები ზრუნავდნენ. საახალწლო ღონისძიებები 7 იანვრის ჩათვლით ყოველდღიურად გაიმართება.