შეფასებები პარლამენტის ახალ სპიკერზე

25 დეკ 2021

მმართველ პარტიაში „კლანებს“ შორის გადანაწილება მიმდინარეობს -ასე ფიქრობს ოპოზიციის ნაწილი  კახა კუჭავას გადაწყვეტილებაზე, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარის პოსტთან ერთად, მანდატსაც ტოვებს. ხელისუფლების ოპონენტებს მიაჩნიათ, რომ კუჭავა ზომიერ პოლიტიკოსად აღიქმებოდა,  ახლა კი უფრო ხისტი პოლიტიკოსი დაასახელეს პარლამენტის თავმჯდომარედ.