ეკონომიკის მინისტრი ლარის კურსზე

14 დეკ 2016

საქართველოს მთავრობისა და ეროვნული ბანკის პრინციპული ამოცანაა, ჩვენს ქვეყანაში უცხოური ვალუტის რყევაზე დამოკიდებულება შემცირდეს - ეს განცხადება ფინანსთა მინისტრმა გააკეთა. დიმიტრი ქუმსიშვილის  თქმით, დაწყებულია ლარიზაციის პროექტი,   მათ შორის ერთჯერადი აქცია, რომელიც 2015 წლის 1-ელ იანვრამდე გაცემული სესხების სუბსიდირებას ითვალისწინებს. მისივე განმარტებით, ეს ყველაფერი  სავალუტო რყევებზე დამოკიდებულებას შეამცირებს.  ქუმსიშვილის განმარტებით, აღნიშნული შეღავათით მთავრობის არც ერთი წევრი არ ისარგებლებს.  განცხადებები ეროვნული ვალუტის გაუფასურებაზე გააკეთეს დეპუტატებმაც.