სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა

24 დეკ 2021

მიხეილ სააკაშვილი კი გორის ჰოსპიტალში მკურნალობას განაგრძობს. ყოფილი პრეზიდენტის პირადი ექიმის, ნიკოლოზ ყიფშიძის განცხადებით, მისი ჯანმრთელობის შესახებ კონსულტაციისთვის ექიმების რამდენიმე ქვეყნიდან, გერმანიიდან, ჰოლანდიიდან და აშშ-დან ჩამოყვანა იგეგმება. რაც შეეხება მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ექიმი ამბობს, რომ ექსპრეზიდენტი თავს სუსტად გრძნობს და გორის სამხედრო ჰოსპიტალში მას შესაბამის მკურნალობას ვერ უტარებენ.