კორონავირუსის გამო, აჭარაში 2 კერძო სკოლა დაიხურა, დისტანციურ სწავლებაზეა 111 კლასი

24 დეკ 2021

კორონავირუსის შემთხვევების გამო, ბოლო კვირის მონაცემით აჭარაში სრულად დისტანციურ სწავლებაზე 2 კერძო სკოლა გადავიდა.

პარალელურად, აჭარის რეგიონის მასშტაბით დისტანციურ სწავლებაზეა  გადასული ცალკეული სკოლის 111 კლასი.

·         ბათუმი- 80

·         ქობულეთი-19

·         ხელვაჩაური- 12

გასული კვირის განმავლობაში კოვიდი დაუდასტურდა სკოლაში დასაქმებული პერსონალის 2,9 %,  ხოლო მოსწავლეების – 2,1%-ს.

ამ ეტაპისთვის რეგიონის მასშტაბით აცრილია მასწავლებლებისა და სკოლის ადმინისტრაციული პერსონალის 85, 6%.

აჭარის განათლების სამინისტროს ინფორმაციით, სკოლებში აქტიურად ხორციელდება, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დაწესებული, მოსწავლეთა და პედაგოგთა უსაფრთხოებისთვის რეგულაციების დაცვის მონიტორინგი.

აჭარის რეგიონში სულ 229 საჯარო  და 24 კერძო სკოლაა.