მაღალმთიანი აჭარის უმეტეს სოფლებში ელექტროენერგიის მიწოდება აღდგენილია

23 დეკ 2021

ხულოს, ქედისა და შუახევის მუნიციპალიტეტების უმეტეს სოფლებში ელექტროენერგიის მიწოდება აღდგენილია.

ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები და დარჩენილ რამდენიმე სოფელში შუქის მიწოდება ეტაპობრივად აღდგება.