თბილისში ახალგაზრდა მამაკაცმა ხუთი თვის ორსული მეუღლე მოკლა

22 დეკ 2021

ვარკეთილში ახალგაზრდა მამაკაცმა ორსული მეუღლე მოკლა. ქალს სასიკვდილო ჭრილობა ცივი იარაღით აქვს მიყენებული.

პოლიციამ ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით დაიწყო, რაც ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში გულისხმობს.