ნაცმოძრაობა ბათუმის ბიუჯეტის გაუქმებას ეცდება

22 დეკ 2021

ბათუმის საკრებულო თავმჯდომარის არჩევის მოლოდინშია. ხვალ ქალაქის საკანონმდებლო ორგანო კიდევ ერთხელ შეიკრიბება. ოპოზიცია დღის წესრიგით თავმჯდომარის არჩევასთან ერთად, ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ წინა მოწვევის საკრებულოს მიერ მიღებული დადგენილების ბათილად ცნობას ითხოვს. უმრავლესობა არც ერთ პარტიას ჰყავს, კოდექსი კი თავმჯდომარის ასარჩევად საკრებულოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტის მხარდაჭერას ითვალისწინებს.