ორი ახალი სახე აჭარის მთავრობაში – პატარაძემ მინისტრობის კანდიდატები წარადგინა

13 დეკ 2016

ორი ახალი და ამდენივე ძველი მინისტრი-რეგიონის მთავრობის სავარაუდო წევრები ცნობილია. ზურაბ პატარაძის გუნდში 5 თვის შემდეგ  ისევ 2  ახალი მინისტრობის კანდიდატია. თუკი მათ უმაღლესი საბჭოს წევრები მხარს დაუჭერენ, ახალი ხელმძღვანელები ეყოლება   ჯანდაცვისა და განათლების სამინისტროებს.  ახლა ჯერი იმაზეა, დაუჭერენ თუ არა მათ მხარს უმაღლესი საბჭოს დეპუტატები.