აირჩევენ თუ არა ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარეს?

22 დეკ 2021

ხვალ ბათუმის საკრებულოს სხდომა გაიმართება, რომელიც ოპოზიციის ნაწილის მოთხოვნის საფუძველზე ჩაინიშნა. დღის წესრიგის მიხედვით, წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარის არჩევაა აქვთ დაგეგმილი, თუმცა რამდენად შეძლებენ ამჯერად მაინც გადაწყვეტილების მიღებას-ამას ხვალინდელი დღე აჩვენებს.  პოლიტიკოსები კი ერთიან კანდიდატზე როგორც ჩანს ვერ თანხმდებიან. ჰქონდათ შეხვედრებიც და ბოლო რამდენიმე დღეა ზოგიერთი სოციალურ ქსელში წერს საკუთარ პოზიციას.