პირველიდან 10 იანვრის ჩათვლით უქმე დღეები გამოცხადდა

22 დეკ 2021

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, პირველიდან ათი იანვრის ჩათვლით უქმე დღეები ცხადდება. 

''სკოლებში 29 დეკემბრიდან 17 იანვრამდე არდადეგები ცხადდება, ამასტან დამატებით საბჭოს მიიღო გადაწყვეტილება, რომ უქმე დღეებად გამოცხადდეს 1 იანვრიდან 10 იანვრამდე პერიოდი. ეს ეხება საჯარო დაწესებულებებს, ხოლო კერძო  სექტორს შეუძლია გადაწყვეტილება თავისით მიიღოს'' - განაცხადა გიორგი ღიბრაძემ. 

მისივე თქმით, სხვა დამატებითი რეგულაციები და ახალი გადაწყვეტილებები არ მიუღიათ.