შეხვედრა მერიაში შშმ პირთა ადაპტირებული გარემოს გაუმჯობესების საკითხებზე

21 დეკ 2021

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის ადაპტირებული გარემოს გაუმჯობესებასთან დაკავშირებით, ბათუმის მერიაში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. მერიის ინფორმაციით,  საუბარი შეეხო გადაწყვეტილებების მიღების პროცესში შშმ პირთა ჩართულობის აუცილებლობას, მათი საჭიროებების გათვალისწინებასა და მისაწვდომობის ეროვნული სტანდარტის დანერგვას.