ქობულეთის საკონსერვო ქარხანა არასტანდარტულ მანდარინს შეუზღუდავი რაოდენობით მიიღებს

21 დეკ 2021

ქობულეთის საკონსერვო ქარხანა შეუზღუდავი რაოდენობით მიიღებს არასტანდარტულ მანდარინს. დღეის მდგომარეობით, უკვე მიღებული და გადამუშავებული აქვს  5  ათასი ტონა  არასტანდარტული მანდარინი, რაც გასულ წელთან შედარებით 1500 ტონით მეტია. ინფორმაცია და ვიდეო მასალა სოფლის მეუნეობის სამინისტრომ მოგვაწოდა, უწყების ინფორმაციით,   აქამდე განხორციელდა 32 ათას  ტონაზე მეტი მანდარინის ექსპორტი.