ბათუმელმა დაჩი დოლიძემ საერთშორისო ტურნირზე 2 ოქროს და ერთი ვერცხლის მედალი მოიპოვა 

21 დეკ 2021

ბათუმელმა დაჩი დოლიძემ, კაიროს საერთშორისო ტურნირზე სპორტულ ტანვარჯიშში,  წარმატებას მიაღწია. მან 2 ოქროსა და ერთი ვერცხლის მედლით დაასრულა ასპარეზობა. იუნიორთა შორის, სწორედ 15 წლის ქართველი აღმოჩნდა პირველი, ტაიჭსა და თავისუფალ ვარჯიშში. ვერცხლის მედალს დაეუფლა რგოლებზე ვარჯიშში.

ტურნირზე 30-ზე მეტი ქვეყნის ნაკრები გუნდები მონაწილეობდნენ.

ტურნირი საერთაშორისო ფედერაციის ეგიდით ჩატარდა და საქართველო აღნიშნულ შეჯიბრებაზე პირველად მონაწილეობდა.

დაჩი დოლიძე საქართველოს ნაკრების წევრია, ის წლების განმავლობაში დედაქალაქში ვარჯიშობს.