21 დეკ 2021
მაღალმთიან აჭარაში დილიდან თოვს. თოვლის საფარი ხულოს მაღალი ზონის სოფლებსა და კურორტ გოდერძიზე 10 სმ-ს აჭარბებს. დაბაში კი 2 სმ-ია. უხვ ნალექს ჯერჯერობით პრობლემები არ გამოუწვევია გადაადგილებისა და ენერგომომარაგებაში.