ახალი წყალარინების ქსელით 150-მდე აბონენტი ისაგებლებს

20 დეკ 2021

ხასან ჰელიმიშის ქუჩაზე ახალი წყალარინების ქსელზე დაერთების სამუშაოები მიმდინარეობს.  ახალი წყალარინების ქსელი 3 კილომეტრიან მონაკვეთზე  მოეწყობა. აღნიშნულ დასახლებაში წყალარინებისა და სანიაღვრე სისტემა  არ არსებობდა და ადგილობრივებს ათეული წლის განმავლობაში პრობლემებს უქმნიდა. ახალი წყალარინების ქსელით 150-მდე აბონენტი ისაგებლებს.