17 წლის მოზარდის დაჭრაში ბრალდებული პოლიციას ჩაბარდა

20 დეკ 2021

არასრულწლოვნის დაჭრაში ბრალდებული პოლიციამ დააკავა. მას  ბრალი ედება არასრულწლოვნის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება , რაც 7-დან 10 წლამდე პატიმრობას გულისხმობს. გამოძიებით დადგინდა, რომ 18 დეკემბერს  დაკავებულს  შელაპარაკება მოუვიდა 15 წლის მოზარდთან და  მას ცივი იარაღით ჭრილობები მიაყენა. შემთხვევის ადგილიდან კი მიიმალა.