შავდათუაშვილი და სულამანიძე ძიუდოს წლის საუკეთესოთა ნომინაციების გამარჯვებულები არიან

18 დეკ 2021

ქართველი ძიუდოისტები ლაშა შავდათუაშვილი და ილია სულამანიძე ძიუდოს მსოფლიო ფედერაციის ნომინაციების გამარჯვებულები გახდნენ.

ლაშა შავდათუაშვილმა მთავარი ჯილდო "წლის საუკეთესო მამაკაცი ძიუდოსტი" ნომინაცია მოიგო.

ილია სულამანიძე კი "'წლის ამომავალი ვარსკვლავის" ჯილდოს მფლობელი გახდა.