აჭარის ღია პირველობა ბატუტზე ხტომაში

18 დეკ 2021

აჭარის ღია პირველობა ბატუტზე ხტომაში ვაჟთა და გოგონათა შორის დასრულდა.  ტურნირის ორგანიზატორების განცხადებით, პირველობა საერთაშორისოს სტატუსს ატარებდა, თუმცა წელს კოვიდპანდემიის გამო მხოლოდ რესპუბლიკური მასშტაბით შემოიფარგლა. მიუხედავად ამისა, შეჯიბრებაში მონაწილეობა საქართველოს თითქმის ყველა რეგიონის 50-მდე სპორტსმენმა მიიღო. გამარჯვებულები და პრიზიორები მედლებითა და სიგელებით დაჯილდოვდნენ.