კამათი და ბრალდებები ხელვაჩაურის საკრებულოში

17 დეკ 2021

ხელვაჩაურის 2022 წლის ბიუჯეტს მხოლოდ „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა დაუჭირეს მხარი. ფინანსური დოკუმენტის დამტკიცებას კი წინ ხმაური უძღოდა. პროტესტის მიზეზი მხოლოდ ბიუჯეტი არ იყო.  „ ნაციონალური მოძრაობის“ წევრები, ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალების საქმეში პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღებას ითხოვდნენ და შემდეგ დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვეს.