პოეტი შოთა ზოიძე გარდაიცვალა

17 დეკ 2021

კორონავირუსით გარდაიცვალა ცნობილი პოეტი შოთა ზოიძე. იგი საქართველოს სახელმწიფო პრემიის, ღირსების ორდენის და სხვადსხვა ჯილდოს მფლობელია, ათეულობით ლექსების კრებულისა და თარგმანების ავტორი. შოთა ზოიძე წლების განმავლობაში  აჭარის ტელე-რადიო დეპარტამენტის თავმჯომარედ მუშაობდა, იყო აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე,   მწერალთა კავშირის აჭარის ორგანიზაციის თავმჯდომარე. 2009 წლიდან  ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტის პროფესორი იყო.