დღეს მსოფლიოს ჩემპიონატზე ლაშა ტალახაძე გამოვა

17 დეკ 2021

უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტის მიმდინარე ძალოსნობის მსოფლიო ჩემპიონატის დასკვნით დღეს ლაშა ტალახაძე იასპარეზებს.

+109 კგ.წონით კატეგორიაში მედლებისთვის ბრძოლა დღეს 15:00 საათზე დაიწყება. პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი გადმოსცემს.

ამ დღისთვის გიორგი ასანიძის გაწვრთნილ გუნდს 1 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედალი აქვს. ლაშა ტალახაძე ორგზის ოლიმპიური, ოთხგზის მსოფლიოს და ხუთგზის ევროპის ჩემპიონია.