კოვიდის შემთხვევების გამო, ბათუმში ორი კერძო სკოლა დაიხურა, დისტანციურ სწავლებაზეა 122 კლასი 

17 დეკ 2021

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, 17 დეკემბერის მონაცემებით, კოვიდის შემთხვევების გამო, ბათუმში ორი კერძო სკოლა დაიხურა. 

აჭარაში დისტანციურ სწავლებაზეა  ცალკეული სკოლის 122 კლასი.

· ბათუმი- 94

· ქობულეთი-11

· ხელვაჩაური- 12

· ხულო-2

· ქედა -3

სამინისტროს ცნობით, კოვიდი დაუდასტურდა სკოლაში დასაქმებული პერსონალის 1,7 %,  ხოლო მოსწავლეების – 2,4%-ს.

ამ ეტაპისთვის აცრილია მასწავლებლებისა და სკოლის ადმინისტრაციული პერსონალის 85, 6%.

აჭარის რეგიონში სულ 229 საჯარო  და 24 კერძო სკოლაა.