საკონსერვო ქარხანა არასტანდარტული ციტრუსის მიღებას აგრძელებს

16 დეკ 2021

ქობულეთის მუნიციპალიტეტში არასტანდარტული ციტრუსის საკონსერვო ქარხანაში ციტრუსის მიღების პროცესი გრძელდება. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინოფრმციით, ამ დროისთვის  ქარახანას უკვე მიღებული და გადამუშავებლი აქვს 3 ათას 371 ტონა არასტანდარტული მანდარინი.  რაც შეეხება სტანდარტულ ციტრუსს, უწყების ინფორმაციით, ამ ეტაპზე  24 ათას 82 ათასი ტონა მანდარინის ექსპორტი განხორციელდა.