ოპოზიცია

14 დეკ 2021

ოპოზიციის ლიდერებსა და მმართველი გუნდის წარმომადგენლებს შორის დღეს პარლამენტში დახურული შეხვედრა დასრულდა.

შეხვედრიდან პირველი სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი, გიორგი ვაშაძე გამოვიდა.

მისი თქმით, შეხვედრა საკონსტიტუციო ცვლილებებს ეხებოდა.

"უბრალოდ, გვინდოდა, მოგვესმინა ასე ვთქვათ, საჯარო სივრცის გარეშე, რა უნდა ქართულ ოცნებას. რასაც გვეუბნებიან, რომ 2%-იანი ბარიერის წინააღმდეგი არ არიან ჯერჯერობით ყოველშემთხვევაში. და მეორე, რომ ვთქვათ, ამოქმედდეს ეს ცვლილება 2024 წლიდან და გავრცელდეს 2028 წელზეც. მაგალითად, ანუ უფრო დიდხანს გავრცელდეს, ვიდრე ახლა არის კონსტიტუციაში. მანამდე იყო 1%-იანი ბარიერი, რომელიც დღეს არის და 120/30ზე პრინციპი", - განაცხადა ვაშაძემ.